,,ლ ა ლ ე’’ , ,,დ ო ლ ბ ა ნ დ ი ’’ და ,,ტ ი ტ ო მ ა ნ ი ა’’
უფრო გასაკვირია, რომ ვერც მითოლოგიის შემქმნელებმა და ვერც საბერძნეთში მაცხოვრებლებმა ვერ შენიშნეს ტიტა, რომელიც ველური ფორმით იზრდება საბერძნეთში, წმინდა მათაზე-იდაზე.
პირველ ცნობებს ამ მშვენიერ ყვავილზე ვხვდებით სპარსეთში.ფანარის ფორმის ეს ყვავილი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ, მიუძღვნეს უამრავი სიმღერა.მას უწოდებდნენ ,,დულბაშს”-თურქული ჩალმა, საიდანაც წარმოიშვა სიტყვა ,,ტურბანი”.შემდეგ კი რუსული სიტყვა ,,ტულპანი”.ეს ყვავილი განსაკუთრებით შეაქო სპარსულ ეპოსში ცნობილმა პოეტმა ხაფიზ შირაზმა, რომელიც ამბობდა, რომ ტიტის სილამაზეს ვერ შეედრება ვერც კიპაროსის ნაზი მოძრაობა და თვით ვარდის მშვენიერებაც კი.
ყვავილი სახელწოდებით ,,ლალე”, ასე უწოდებდნენ ტიტას თურქეთში. აღმოსავლეთში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და პოპულარულ სახელად ითვლება ლალე. ტიტის სილამაზეს უმღეროდა ალიშერ ნავიც. უყვარდა შავთვალა შველი, სტეპის სივრცე, სტეპის სიჭრელე, ტიტები მწველ ფერებში. ძველ თურქეთში ტიტა ითვლებოდა წმინდა ყვავილად და იყო სილამაზის სიმბოლო. ამიტომ თურქი მხატვრები ხშირად გამოსახავდნენ მას პოეტური წიგნების გვერდებზე. XVII საუკუნეში დიდი ყურადღება ეთმობოდა სასახლეების დეკორატიულ გაფორმებას. სულთანებს მთავარი რეზიდენციის ახლოს ჰქონდათ ტიტების ბაღი. მდიდარი მუსლიმანების ცოლები ამრავლებდნენ ამ ყვავილს ჰარამხანაში, რაც მათ ახსენებდა ბავშვობას, სამშობლოს, თავისუფლებას. ჰარემში ყოველწელს იმართებოდა ტიტების ჯადოსნური ზეიმი, რომელზეც სულთანი ყოველთვის გრძნობდა სიამოვნებას, კეთილგანწყობას და სიყვარულს თავისი ცოლების მხრიდან. ტიტებს აქვთ კიდევ ერთი სახელწოდება ,,დოლბანდი”, ეს სპარსული სიტყვა ნიშნავს თავსაფარს, რომელიც ფორმით ტიტის ყვავილს ჰგავს. ტიტა გარემოცულია ლეგენდებით და დაუჯერებელი ისტორიების შარავანდებით. XVII საუკუნის პირველ ნახევარს, ოსმალეთის სახელმწიფო ისტორიაში, ეწოდებოდა ტიტების ეპოქა.ახმედ III-ის მეფობის დროს სამეფო აზნაურებს შორის მოდაში იყო ტიტებით გატაცება.
სრულიად განსხვავებული პროზაული ფორმით არის მოხსენიებული ტიტა დასავლეთ ევროპაში. ევროპაში ტიტები გამოჩნდა დაახლოებით 1554წ. მისი ბოლქვები იქ პირველად მოხვდა ქალაქ აუგსბურგში, 1559 წელს, გერმანიის ელჩის-ბუსბეს მიერ. ყვავილი მან პირველად არაბეთის საზღვარზე მოგზაურობისას იხილა. გააოცა იმან, რომ ტიტა ნარცისებთან ერთად ზამთარში ყვაოდა. იმავე წელს ტიტა პირველად აყვავდა აუგსბურგში, სენატორ ჰერვარტის ეზოში. ხოლო ექვსი წლის შემდეგ უკვე ამშვენებდა შუასაუკუნეების მდიდრების-ფუგერების ჯადოსნურ ბაღებს.
აქედან ტიტა გავრცელდა მთელ ევროპაში. 1573 წელს ტიტა გამოჩნდა ვენაში, ცნობილ მეცნიერთან კლუზიუსთან. იგი იყო დაინტერესებული ამ ყვავილით და მისი ჯიშების შეგროვებით. თავიდან ტიტა მოიაზრებოდა, როგორც სამკურნალო მცენარე. ბოტანიკოსი შარლ დე კლუზიუსი გატაცებული იყო სელექციით, იგი ატარებდა სხვადასხვა შეჯვარებებს და ახალ ჯიშებს უგზავნიდა თავის მეგობრებს, რითაც ხელს უწყობდა ევროპაში ტიტის გავრცელებას. ამ ყვავილით გერმანელი სამეფო პირებიც იყვნენ გატაცებულნი. განსაკუთრებით ფრიდრიხ ვილჰელმი, რომელმაც XVI საუკუნეში შეაგროვა ტიტების 216-ამდე ჯიში. ამ ყვავილით მოხიბლულნი იყვნენ, გრაფი ბა დებ დურლახი და გრაფი პაპენგეიმი. ისინი აგროვებდნენ ტიტების ახა-ახალ ჯიშებს და მეფედ ნაკურთხი პირების სახელებს არქევდნენ. ტიტების მოყვარულთა შორის იყვნენ აგრეთვე რიშელიე ვოლტერი, მარშალი ბირონი და ავსტრიის იმპერატორი ფრანც II.
ტიტა- ეს მოხდენილი ბოკალი წვრილ ფეხზე , საოცრად მოქნილი და პლასტიური ადამიანების ყვავილია. ისინი წელში არ იხრებიან ცხოვრებისეული სიძნელეების ზეწოლისაგან, მათ აქვთ ძლიერი ენერგეტიკული პოტენციალი. ტიტა მსუბუქია ურთიერთობებში, მაგრამ არავინ იცის მისი ჭეშმარიტი გეგმებისა და ჩანაფიქრის შესახებ – მთელი თავისი მოჩვენებითი სისადავით იგი ადამიანი–გამოცანაა. ერთი რამ აშკარაა – ყოველი ტიტა სულის სიღრმეში ცხოვრობს უკეთესი მომავლის იმედით და ეს ჩაუქრობელი იმედი აძლევს მათ იმის ძალას, რომ განსაზღვრულ ვადამდე მცირედით იყვნენ კმაყოფილები. ამ ყვავილის მოყვარული ქალი ენერგიულია, დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. ბევრი ძალისხმევაა საჭირო, რომ მისგან აღიარება მოიპოვოთ. ასეთ ქალებს, როგორც წესი, უბედური ქმრები ჰყავთ.მის მაგალითს მიჰყვნენ ვენის მდიდარი მებაღეებიც, მათ დიდი რაოდენობით ტიტები გამოიწერეს თურქეთიდან იმისათვის, რომ მოერთოთ თავიანთი ბაღები.
ყვავილების ენა
ყვავილების ენა აღმოსავლეთში დაიბადა და “სელამი” ერქვა. სელამის მიხედვით, ყველა ყვავილს, ყველა არომატს და ფერს თავისი მნიშვნელობა ჰქონდა.
ტიტა – სრულყოფილი სიყვარულის სპარსული სიმბოლოა.
ყვითელი ტიტა -უნაყოფო სიყვარულის ნიშანია
წითელი – ვნებიანის
თეთრი – წმინდა გრძნობის.
ხალხური თქმულება
ერთხელ მდელოსთან,სადაც ტიტა იზრდებოდა,ღარიბმა,გამხდარმა და სახედატანჯულმა ქალმა ჩაიარა,რომელსაც მასავით გამხდარი და სახედატანჯული პატარა ბიჭუნა ხელჩაკიდებული მიჰყავდა.ქალმა შორიდანვე დაინახა ტიტას ოქროსფერი კოკორი,რომელზედაც ბევრი რამ სმენოდა.საცოდავს ფიქრადაც არ მოსვლია,რომ ოდესმე მასში მოთავსებულ ბედნიერებას დაეუფლებოდა,მაგრამ სანახავად მაინც მიუახლოვდა ოქროსფერ კოკორს.სახედატანჯული,სევდით აღსავსე ბავშვი,რომელმაც თავის სიცოცხლეში ღიმილიც კი არ იცოდა,ოქროსფერ კოკორს მიუახლოვდა და ხელი შეახო.ამ დროს ტიტას კოკორი გაიხსნა და მისგან ბავშვს ბედნიერება შეეფრქვა.ბავშვი სასწრაფოდ გარდაიქმნა.მის მიმქრალ თვალებში სიცოცხლე აელვარდა,სევდა სიხარულმა შეცვალა,მწუხარება სიცილ-კისკისმა და ადამიანთა შორის პირველად ბავშვმა იგრძნო ბედნიერება. იმ დღიდან ტიტა ბავშური ბედნიერების სიმბოლოდ არის აღნიშნული,რაც ადამიანს მთელი სიცოცხლის მანძილზე ატკბობს და ახარებს.